ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

14 მაისს კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ

14 მაისს, 14:00 საათზე კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ. ორგანიზატორების ცნობით, მსვლელობა მწერალთა სახლიდან დაიწყება.
"თუ გაღელვებს რუსული კანონი და სხვა კანონები, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდავს და საქართველოს ევროპაში გაერთიანების გზას დაუხშობს - შემოგვიერთდი. ვიწყებთ 14 მაისს, 14:00-ზე მწერალთა სახლთან.
მარში ყველა მოქალაქისათვის ღიაა. კომფორტულად ჩაიცვით, ქალაქში ბევრს ვივლით". - წერია ორგანიზატორების განცხადებაში.
მარშისთვის მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოში, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები ერთიანდებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.