პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს

14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია ახალ პრეზიდენტს აირჩევს. კანდიდატი მიხეილ ყაველაშვილია. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ პრეზიდენტის არჩევის შემდეგ დასრულდება კონსტიტუციური ორგანოების ფორმირება და ქვეყანა განვითარებას გააგრძელებს.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გეგმებს მისი ურჩობა ქართულ ოცნებაში არ უკვირთ. საქართველოს ისტორიაში პირველად, საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. კოლეგიის წევრები არიან პარლამენტის 150 დეპუტატი, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის 20, აჭარის მთავრობის 21 წევრი, კოლეგიაშია თვითმმართველობების 109 წარმომადგენელი.
არჩევნების პროცედურულ ნაწილს საკანონმდებლო ორგანოში კი ცესკო უზრუნველყოფს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.