14 დეკემბერს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტი 14 დეკემბერს უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების თანახმად, შენობაში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის. ასევე, შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია.
“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 14 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. საქართველოს პარლამენტის სასახლეში, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღესთან დაკავშირებით, შენობაში შემოსვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საარჩევნო კოლეგიის წევრებისთვის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირებისთვის. შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედიასა და ონლაინმედია საშუალებების ის ჯგუფები, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისთვის მიღებული აქვთ სპეციალური ერთჯერადი აკრედიტაცია. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა