არქივი15 მარტი, 2024, 13:37
14 დაღუპული, 46 დაშავებული – რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა
15 მარტს, დღისით, რუსეთმა ოდესაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად ამ დროისთვის დაღუპულია 14 და დაშავებულია 46 ადამიანი.
დაღუპულთა შორის არის სამაშველო სამსახურის 7 თანამშრომელი. ისინი დღის პირველ ნახევარში მომხდარი დაბომბვის ადგილზე იმყოფებოდნენ.
დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10 კერძო სახლი, დაბალი წნევის გაზის მილები და 2 სახანძრო მანქანა. მეხანძრეები აფეთქების შედეგად, 120 კვადრატულ მეტრზე გაჩენილ ცეცხლს აქრობენ.
ოდესის ოლქში 16 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.