არქივი13 აგვისტო, 2024, 21:53
14 აგვისტოს თბილისი(გლდანი)-თიანეთის გზის ცალკეულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი(გლდანი)-თიანეთის საავტომობილო გზის კმ21-კმ22 მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის გამო, 2024 წლის 14 აგვისტოს 02:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროებით შეიზღუდება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციითვე, აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.