14 აპრილი ქართული ენის დღეა

14 აპრილს საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს. 1978 წლის 14 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამოსული რამდენიმე ათასი ადამიანი წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის ნებას და არ დაუშვა საბჭოთა კონსტიტუციაში შესულიყო ცვლილება, რომლის მიხედვით ქართული ენა კარგავდა სახელმწიფო ენის სტატუსს.
„ჩვენი არაჩვეულებრივი დედა ენა არის ის, რაც ყველას გვაერთიანებს და რაც კიდევ ძალიან დიდხანს იქნება ჩვენი ძალა და ენერგია!“ – ასე ულოცავს საქართველოს პრეზიდენტი, მოქალაქეებს ქართული ენის დღეს.
დედაენის დღესთან დაკავშირებით მხოლოდ მისალოც ბარათებს ავრცელებენ ტექსტის გარეშე საქართველოს მთავრობისა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გვერდები ფეისბუკზე.
“ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ქართული ენის უნიკალურობითა და სილამაზით. თქვენთან ერთად აღვნიშნავთ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი ენის დღეს, რომელიც ქართველებმა წინა და მომავალ თაობებს შემოუნახეთ” – ასე ულოცავს საქართველოს ენის დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.
ქართული ენის დღის აღნიშვნას ეურთდება ევროკავშირის მისიაც საქართველოში.
“საქართველომ შეინარჩუნა თავისი უნიკალური ენა, რომელიც განათლებისა და კულტურის საფუძველია” – ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს – ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად გვსურს

ირაკლი კობახიძე – ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გვაკავშირებს, რომელსაც უკვე აქვს თავისი პრაქტიკული შედეგები, მათ შორის ორმხრივი უვიზო რეჟიმი, სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორობა, ეს კი უაღრესად მნიშვნელოვანია