პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 წლის მოზარდის ინტიმური ფოტოების გავრცელების ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა 28 წლის კაცი, რომელმაც 13 წლის მოზარდს ინტიმური შინაარსის ფოტოები გაუვრცელა. დაზარალებულსა და ბრალდებულს კომუნიკაცია სოციალური ქსელის, Facebook-ის, საშუალებით ჰქონდათ, მანამდე კი ერთმანეთი Tiktok-ზე გაიცნეს.
„[ვიდეოზარით საუბრის დროს] ბრალდებული მუქარით არასრულწლოვანის შიშველ მდგომარეობაში ყოფნას მოითხოვდა. ვიდეოზარით კომუნიკაციისას არასრულწლოვანმა შენიშნა, რომ ბრალდებული ე.წ. სქრინების გადაღებას ახდენდა. მან ბრალდებულს ინტიმური შინაარსის ფოტოების წაშლა მოსთხოვა“, - აღნიშნავენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში.
გამოძიების ცნობით, მალევე სოციალურ ქსელში გავრცელდა 13 წლის გოგოს ფოტოები, რომლებზეც ის შიშველ მდგომარეობაში ჩანდა. მოზარდს უცნობი ადამიანები უკავშირდებოდნენ და ფოტოების დედისთვის გაგზავნით ემუქრებოდნენ.
„ბრალდებულის მობილურ ტელეფონში, ასევე, აღმოჩენილი იქნა სხვა არასრულწლოვანი გოგოების ინტიმური შინაარსის ფოტოებიც“, - აღნიშნავენ საგამოძიებო უწყებაში.
დაკავებულს შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრება - გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა მუხლით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის კვალიფიკაციით.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა სპეციალური საგამოძიებო სამსახური არასრულწლოვანის ინტიმური ფოტოების გავრცელებისთვის აკავებს ვინმეს. ასე მოხდა რამდენიმე კვირის წინაც.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.