ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 წლის გოგოს შესთავაზა 20 ლარი და სთხოვა ურთიერთობა, ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ცდილობდა მოტაცებას | ბაირამოვა მარნეულში დაკავებულზე

მარნეულში, ძაღლის ცემით მოკვლის გამო დაკავებულ კაცს არასრულწლოვანის მიმართ სექსუალურ შევიწროებაშიც ადანაშაულებენ. დაკავებულის დედა აღნიშნულს უარყოფს და ამბობს, რომ "გაუგებრობა მოხდა".
ის ამბობს, რომ მისი შვილი ორი დღის წინ მოტყუებით ხევში წაიყვანეს და იქ 5-მდე პირმა სასტიკად სცემა. ქალი არ აკონკრეტებს რა იყო მიზეზი.
უფლებადამცველი, სამირა ბაირამვა კი ყვება, რომ მისი ინფორმაციით, დაკავებული რამდენიმე დღის წინ გოგოს მოტაცებას ცდილობდა, რის გამოც ბავშვის ნათესავებმა სცემეს.
"შესთავაზა 20 ლარი და სთხოვა მასთან ურთიერთობა, უარის შემთხვევაში, როგორც მერე გახდა ასევე ცნობილი ჩემთვისაც, ის ადამიანი 2-3 დღის წინ ცდილობდა ამ ბავშვის მოტაცებას, რის გამოც მისმა ახლობლებმა სცემეს", - ამბობს ბაირამოვა.
უცნობია დაწყებულია თუ არა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.