ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვმა ბიუჯეტის ხარჯები შეამცირა - სამსახურებიდან შესაძლოა, 3 000-მდე ადამიანი გაათავისუფლონ

13 წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვმა ბიუჯეტის ხარჯები შეამცირა - სამსახურებიდან შესაძლოა, 3 000-მდე ადამიანი გაათავისუფლონ
13 წლის განმავლობაში პირველად, მოსკოვმა ბიუჯეტის ხარჯები შეამცირა | ამის შესახებ მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი აცხადებს.
🔴 მისივე ინფორმაციით, მიზეზი შემოსავლების ზრდის გაუთვალისწინებელი შენელებაა. მოსკოვის მერია, მის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციებიდან დასაქმებული პირების შემცირებასაც გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, სამსახურებიდან შესაძლოა, 3 000-მდე ადამიანი გაათავისუფლონ.
🔴 მოსკოვის მერისა და რუსეთის მთავრობის ვებსაიტის ცნობით, 2026 წლის იანვარ-თებერვლის განმავლობაში მოსკოვის შემოსავლების ზრდამ 2% შეადგინა, რაც ბიუჯეტით დაგეგმილ 6.5%-ზე ნაკლებია. ასევე, დაგეგმილია 10%-ით შემცირდეს საინვესტიციო ხარჯები და გაუქმდეს რამდენიმე კულტურული ღონისძიება. რუსეთმა ხარჯები ბოლოს 2013 წელს შეამცირა, რაც ძირითადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურასა და განათლების მიმართულებებს შეეხო.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.