არქივი10 ივლისი, 2024, 18:56
13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიესაჯა
საქართველოს პროკურატურის ცნობით, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და 13 წლის არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 15 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა 18 იანვარს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჯიმითში მდებარე ფერმაში, 13 წლის არასრულწლოვანი გააუპატიურა." - წერს უწყება.
დაკავებულს ბრალდება 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით [არასრულწლოვნის გაუპატიურება ჩადენილი ძალადობით] წარედგინა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.