ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 სექტემბერს ორბელიანების სასახლესთან სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

13 სექტემბერს ორბელიანების სასახლესთან სახალხო ზეიმი გაიმართება, სადაც პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს

13 სექტემბერს, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, დაჯილდოების ცერემონიალზე ნებისმიერ მსურველს შეეძლება დასწრება.
„საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 13 სექტემბერს, 19:00 საათზე, ათონელის ქუჩის მიმდებარედ, ორბელიანების სასახლის წინ გაიმართება სახალხო ზეიმი, სადაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს ჯილდოებს გადასცემს. ჩვენ ვეპატიჟებით ყველას. იმედი გვაქვს, რომ მოვა ბევრი ხალხი, სადაც საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ მიულოცოს ოლიმპიელებს გამარჯვება, იზეიმოს მათთან ერთად, გადაიღოს ფოტოები, ნახო მისი კუმირები.
ღონისძიებას ექნება მუსიკალური ნაწილიც - დაჯილდოების შემდეგ იქნება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი“ , - განაცხადა ონოფრიშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.