ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 მილიარდი დოლარის გარიგება რისკის ქვეშაა: ევროკომისია ADNOC-ის მიერ Covestro-ს შესყიდვას იძიებს

13 მილიარდი დოლარის გარიგება რისკის ქვეშაა: ევროკომისია ADNOC-ის მიერ Covestro-ს შესყიდვას იძიებს

ევროკომისიამ ქიმიური მრეწველობის კომპანია Covestro(ყოფილი Bayer MaterialScience) წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.
საქმე აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია ADNOC-ის მიერ გერმანული კომპანიის შესყიდვას ეხება, რომელიც ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ბიზნესგარიგებაა და ამასთან, ასევე ერთ-ერთი უდიდესი გარიგება ევროპულ კომპანიაზე ახლო აღმოსავლეთის მხრიდან,- შესაბამისი განცხადება ევროკომისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის ოქტომბერში აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია ADNOC-მა გერმანული ქიმიური მრეწველობის კომპანიის, Covestro-ის შესყიდვის დაწყების შესახებ განაცხადა, გარიგების მოცულობამ ჯამში €14.7 მლრდ (დაახლოებით $16 – 17 მლრდ) შეადგინა.
გამოძიების პირველი ეტაპით დგინდება, რომ კომპანია Covestro შესაძლოა არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობისგან სუბსიდირებას იღებდა, რაც ევროკავშირის შიდა ბაზარზე კონკურენციის შესახებ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.