პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა

13 ივნისის ტრაგედიიდან 10 წელი გავიდა - მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ 21 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ორი დღემდე დაკარგულად ითვლება.

სტიქიური უბედურება 2015 წლის 13 ივნისს, გვიან ღამით დაიწყო. მთლიანად დაიტბორა სვანიძის ქუჩა, სანახევროდ დაინგრა ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ესტაკადა, წყალმა დაფარა გმირთა მოედანი და ”მზიურის“ პარკი.

სტიქიის შედეგად დაზარალდა 200-მდე ოჯახი და 1 000-მდე ადამიანი.

წყალდიდობის შედეგად თითქმის მთლიანად განადგურდა თბილისის ზოოპარკი. ცხოველების დიდი ნაწილი სტიქიას ემსხვერპლა, გარკვეულმა ნაწილმა კი ვოლიერებს თავი დააღწია და ქალაქში გაიქცა.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.