13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს
13 დეკემბერს ვიქტორ ორბანი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უნგრეთის პარლამენტს თავის პოზიციას გააცნობს, - ამის შესახებ ინფორმაციას უნგრეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ბერტალან ჰავასი ავრცელებს.
„ხვალ, პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი საპარლამენტო დებატებზე უკრაინის შესახებ რეზოლუციის პროექტზე ისაუბრებს და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას განმარტავს“, - განაცხადა ბერტალან ჰავასიმ.
უნგრეთის მმართველი პარტიის მიერ შეთავაზებულ რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების პირობები არ დააკმაყოფილა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ობიექტურ და დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად უნდა დარჩეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.