ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისულებს იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს - იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის - დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები დახვდება. „ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც იაპონური კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება.
დამთვალიერებელი იაპონური კულტურის თემატიკაზე რუსუდან ფეტვიაშვილის შთამბეჭდავ ნამუშევრებს იხილავს.
ასევე, საგამოფენო სივრცეში მერი შენგელიას ხელოვნების სტუდიის ახალგაზრდა მხატვრების თემატური გამოფენაც გაიმართება.
ადგილზე შეგეძლებათ შეიძინოთ სუში, იაპონური ჩაი და სხვა გემრიელობები.
ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია და იაპონიის საელჩო საქართველოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.