არქივი4 ოქტომბერი, 2025, 12:56
12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში საარჩევნო კენჭისყრაში მონაწილეობა 21 847-მა მოქალაქემ მიიღო

12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 21 847-მა მოქალაქემ გააკეთა.
#59-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის კვლავ მაღალი აქტივობა ფიქსირდება.
რაც შეეხება საარჩევნო პროცესს, მისი თქმით, მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და რამე შეფერხება არ ყოფილა.
ქუთაისში თვითმმართველობის არჩევნებზე 152 932 ამომრჩეველია რეგისტრირებული, გახსნილია 77 სარჩევნო უბანი. ქალაქის მერობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.