1+1+1=0 და 1+1+1=1 – “პარტიული არითმეტიკა” ბექა ოდიშარიასგან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „შუა უნდა შეიკრიბოს“ პასუხობს და აცხადებს:
„აუცილებლად უნდა შეიკრიბოს, არ ვიცი, შუა შეიკრიბება, თუ გაღმა-გაღმა ვინც დადიან წრეზე ისინი, მაგრამ ვინ უნდა შეიკრიბონ? „ლელოს“ და გახარიას დეკლარირებულად სძულთ ერთმანეთი, დანარჩენი ერთ პროცენტიანი პარტიებია. თქვენთვის ცნობილია ალბათ, რომ ნულს პლუს ნული, არის ნული, აქ პარადოქსია, რომ ერთს პლუს ერთი და პლუს ერთი არის ნული. აი, ასეთი არითმეტიკა იქნება და აუცილებლად „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს დანარჩენები გაერთიანდებიან თუ არა, მაგრამ რაციონალურია, რომ გაერთიანდნენ, სხვა გზა არ აქვთ, ეს არის მათი ბოლო შანსი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიძახი, პარტიულ შემთხვევაში პარადოქსული არითმეტიკაა, ერთს პლუს ერთი და პლუს ერთი არის მაქსიმუმ ერთი ჯამში”.