არქივი15 დეკემბერი, 2025, 15:38
11 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $4.4 მლრდ-ის შემოსავალი მიიღო - Galt & Taggart

2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 4.9%-ით გაიზარდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, - ინფორმაციას Galt & Taggart-ი ავრცელებს.
საინვესტიციო ბანკის ეკონომიკის ყოველკვირეული განახლების მიხედვით, მხოლოდ ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით 305 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა.
"ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს", - აღნიშნავენ Galt&Taggart-ის მიმოხილვაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.