ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

100 000 მსურველი და 1 საათში გაყიდული ყველა ბილეთი – საქართველო–ჩეხეთის მატჩი

საქართველო – ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები, რეკორდულ დროში გაიყიდა.
შეხვედრის ბილეთების გაყიდვა დღეს, 12:00 საათზე tkt.ge-ზე დაიწყო, თითოეულ მომხმარებელს კი მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეეძლო.
მაღალი მოთხოვნის გამო, 13:00 საათზე ბილეთის ყიდვა უკვე შეუძლებელი იყო, რადგან დარეგისტრირებული მყიდველის რიგის ნომერი 100 ათასს ასცდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 სექტემბერს, 20:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხეთს დაუპირისპირდება. სტადიონი სულ 27 223 მაყურებელს იტევს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.