100 წლის ასაკში გარდაიცვალა ჯიმი კარტერი – -ის ექსპრეზიდენტი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მფლობელი

100 წლის ასაკში, ჯორჯიის შტატის ქალაქ პლეინსში, თავის სახლში გარდაიცვალა შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, ჯიმი კარტერი. ამ ცნობას 29 დეკემბერს სოციალური მედიით ავრცელებს კარტერის ფონდი.
ჯიმი კარტერი – წარსულში მიწის თხილის ფერმერი – ხელისუფლებაში მოვიდა დაპირებით, რომ ამერიკელ ხალხს არასოდეს მოატყუებდა. კარტერი პრეზიდენტი იყო 1977-დან 1981 წლამდე, მისი პრეზიდენტობის წლებს იხსენებენ ღირსების დაბრუნების ძალისხმევად თეთრი სახლისთვის, უოტერგეიტის სკანდალის და ვიეტნამის ომის შემდეგ.
კარტერის პრეზიდენტობისას მოხდა ირანში -ის მძევალთა 444-დღიანი კრიზისი, აშშ-ში იყო ეკონომიკური პრობლემები, რამაც ხელი შეუწყო 1980 წელს რონალდ რეიგანის დიდი უპირატესობით გამარჯვებას. არჩევნებში დამარცხების შემდეგ კარტერი გახდა ადამიანის უფლებების, მშვიდობის, დემოკრატიის და გარემოს დამცველი გლობალურ ასპარეზზე, მას იცნობდნენ აშშ-ის პირველ ლიდერად, რომელიც სერიოზულად მოეკიდა კლიმატის ცვლილებების პრობლემას. ამ ძალისხმევისთვის კარტერს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა.
კარტერმა თავისი მეასე დაბადების დღე 2024 წლის ოქტომბერში აღნიშნა. მას კიბოს დიაგნოზი ჰქონდა და ბოლო 19 თვე პალიატიური ზრუნვის პირობებში იყო.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია