100-ზე მეტი გმირი კინოსა და თეატრში – ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს

100-ზე მეტი როლი კინოსა და თეატრში, არაერთი პრესტიჟული ჯილდო, საერთაშორისო აღიარება და მაყურებლის სიყვარული – ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავს ვარსკვლავი გაუხსნეს. ზურა ყიფშიძემ, ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, 57 წელი კინოკამერის წინ გაატარა და განუმეორებელი სახეები შექმნა ისეთ ფილმებში, როგორებიცაა – “როცა აყვავდა ნუში”, “მაცი ხვიტია”, “მარტოხელა მონადირე” და “წინაპართა მიწა.”
კინოს გარდა, ზურა ყიფშიძემ მაყურებელს თავი თეატრის სცენაზეც დაამახსოვრა. გენიალური ქართველი რეჟისორის – მიხეილ თუმანიშვილის მოსწავლე, მისივე სახელობის თეატრში, დღესაც თამაშობს განუმეორებელ როლებს. ვარსკვლავის გახსნამდე, ზურა ყიფშიძემ თავისი სამსახიობო ოსტატობა, მისი ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟის განსახიერებით, მაყურებელს მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე კიდევ ერთხელ აჩვენა. “მეფე ლირის” თამაშს 70 წლის ქართული თეატრისა და კინოს ლეგენდა კიდევ აპირებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: ბიძინა ივანიშვილზე და „ქართული“ ოცნების რიგით ჯარისკაცებზე ზეწოლისა და შანტაჟის მიუხედავად, ჩვენ არავის მივეცით უფლება, საქართველო გამოეყენებინათ პროქსი სახელმწიფოდ, როგორც სამწუხაროდ, გამოიყენეს უკრაინა