არქივი17 ივლისი, 2024, 11:54
10 ყველაზე პერსპექტიული ლიდერი საქართველოში - თეგეტას აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა Asia Business Outlook-ის რეიტინგში
„ვახტანგ კაჭარავა - სტრატეგიული ლიდერი ავტოინდუსტრიის სადავეებთან“ - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საერთაშორისო გამოცემა „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელი დირექტორის შესახებ. ავტორიტეტული მედია ვახტანგ კაჭარავას განვლილ პროფესიულ გზაზე წერს, რომელიც გაყიდვების მენეჯერის პოზიციით დაიწყო და ფინანსურ და ინვესტორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით გაგრძელდა. რაც შეეხება აღმასრულებელი დირექტორის პოზიციას, ის კომპანიას სათავეში პანდემიის დროს ჩაუდგა. გლობალური გამოწვევების მიუხედავად, სირთულეების გადალახვა გუნდთან ერთად შეძლო.
არქივის შესახებპირველწყარო: bm.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.