ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ

10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, აქციის მონაწილეებს სასამართლოში იბარებენ

აქციის მონაწილეებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და რიგით მოქალაქეებს, 10 ნოემბერს გზის გადაკეტვის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გამოკითხვაზე იბარებენ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში არაერთი მოქალაქე წერს.
მათ შორისაა ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებელი, ნენსი ვოლანდიც. “ხვალ, დილის 10 საათზე, ვინმეს ხომ არ გცალიათ რომ ჩემი ადვოკატი იყოთ, სასამართლო მაქვს”, – დაწერა მან ჯგუფში “დაიტოვე”. “მთავარი არხის” ინფორმაციით, სასამართლოში 29 ნოემბერსაა დაბარებული ჯგუფ “დაიტოვეს” კიდევ ერთი დამფუძნებელი, ილია ღლონტიც.
“ხვალ 10:00 დამიბარეს საქალაქო სასამართლოში, ვარაზისხევის გადაკეტვაზე ხართ ჩემნაირები?” – წერს ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, გოგა ფოლადაშვილი.
“მამაჩემი დაიბარეს გამოკითხვაზე – გზა გადაკეტაო, და აინტერესებთ, რატომ გადაკეტა და თუ მართლა მან გადაკეტა. ასე აპირებს ქართული ოცნების მართული სასამართლო ყველა იმ ადამიანის გამოკითხვას და დასჯას, ვინც აქციაზე იყო?” – წერს სოციალურ ქსელში თაზო მაჭარაშვილი.
“ხვალ დილით დამიბარეს სასამართლოში რაღაც გზა გადაკეტეო თუ რაღაცა”, – დაწერა კიდევ ერთმა მოქალაქემ, თიკა პატარაიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.