10 ბინა, 8 მანქანა, 650 ათასი ქეში და დაგირავებული ბიზნესები ქართუში – რა ქონებას ფლობს დეპუტატი ჭყონია

10 ბინა და 7 სარდაფი ბათუმში, 1 სახლი კურორტ ბეშუმში, მიწის ნაკვეთები ქობულეთში და ნახევარი მილიონი ლარის ქეში – ეს პარლამენტარ გიორგი ჭყონიას ქონების არასრული ჩამონათვალია.

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ქონებრივი დეკლარაცია 31 იანვარს შეავსო, საჯარო კი პირველ აპრილს გახდა.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ჭყონია ასევე ფლობს 8 ავტომობილს, რომელთა ჯამური ღირებულება 385 ათასი დოლარია.

ყველაზე ძვირადღირებული 140 000 აშშ დოლარად შეფასებული Lexus LX600-ია, შემდეგ მოდის 70 000 აშშ დოლარად შეფასებული Porsche Cayenne. 50 ათას 50 ათასი აქვს გადახდილი Land Rover Defende და Audi A8.

სქრინი ქონებრივი დეკლარაციიდან

„ქართული ოცნების“ დეპუტატი გიორგი ჭყონია წერს, რომ 650 000 ლარს ნაღდი ფულის სახით ინახავს.

საბანკო ბარათებზე კი, დეკლარაციის შევსების მომენტში, 11 460 დოლარი, 218 ათასი ლარი და 21 320 ევრო ჰქონდა.

გიორგი ჭყონია დეკლარაციაში უთითებს, რომ წილებს ფლობს არაერთ კომპანიაში. თუმცა ეს წილები გადაცემული აქვს სხვა პირებზე სამართავად.

კერძოდ, გიორგი ჭყონია 100%-იან წილს ფლობს მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე „ცენტრალში“, შპს „შალე კვირიკეში“, შპს „სახლი ძველ ბათუმში“, შპს „გზაში“, შპს „შატო კვირიკეში“, შპს „ცენტრალ მენეჯმენტ გრუპ საქართველოში“, შპს „თაუერ ჯგუფი პანორამა ლისიში“.

დეპუტატი 50 %-იან წილს ფლობს შემდეგ კომპანიებში: შპს „მობილია ბათუმი“, შპს „დიდი სახლი“, შპს „თ.გ. ჯგუფი საქართველო“.

გიორგი ჭყონიას შემოსავალი მისი დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 112 689 ლარი იყო. ეს თანხა მან, როგორც დეპუტატმა მიიღო.

რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესიდან გიორგი ჭყონიას შემოსავალმა 6 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა.

კერძოდ: შპს „გზა“ – 5 340 000 ლარი, შპს „ფიგოილი“ – 633 888 ლარი და შპს „სახლი“ – 230 000 ლარი.

დეპუტატს ყველა დიდი ბიზნესი ბანკ „ქართუში“ აქვს დაგირავებული.

მაგალითად, „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილი მთლიანად ბიძინა ივანიშვილის ბანკ “ქართუშია” დაგირავებული. 

„ქართუშია“ დაგირავებული შპს „გზას“ 100 პროცენტი წილიც. 

გიორგი ჭყონიას „ქართუში“ კიდევ ორი კომპანიის: „ფიგოილის“[50%] და „ბათუმი ცენტრალის“[45%] წილებიც აქვს ჩადებული.

ვრცლად

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ