10 ათასზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი 45 ლარიანი დახმარების გაზრდას ითხოვს

დღეს, 16 ნოემბერს 10250 აფხაზეთიდან დევნილის ხელმოწერით პარლამენტში პეტიცია შეიტანა იძულებით გადაადგილებულ პირთა ასოციაციამ “ დევნილები დევნილებისთვის”. დევნილები ყოველთვიური 45 ლარიანი შემწეობის გაზრდას ითხოვენ.
“გამომდინარე დევნილთა საჭიროებებიდან, უამრავი გამოკითხვიდან, რომელიც ჩავატარეთ დევნილთა შორის, გთხოვთ გაითვალისწინოთ ეს ინფორმაცია და 2024 წლის ბიუჯეტში 45 ლარიანი შემწეობა გაუთანაბროთ საარსებო მინიმუმს, ასევე გთხოვთ, მოიხსნას მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა (მათ შორის სახელფასო ზღვარი და საზღვრის კვეთა). ჩვენი ღრმა რწმენით სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს დევნილთა თემის სოციალურ და ეკონომიკურ გაძლიერებაზე და არა მის დასუსტებაზე, – ვკითხულობთ პეტიციის ტესტში.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი – რაც ელენე ხოშტარიას თავზე ხდება, სტალინური რეპრესიებისთვისაც კი შესაშური, აღვირახსნილი ბოროტებაა – ეს არის უბრალოდ გამწარებული ადამიანის შურისძიება პოლიტიკურ კონკურენტებზე

ევროპარლამენტის ანგარიში – საქართველოს ხელისუფლების მხრიდან უმოქმედობის გაგრძელებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს უვიზო რეჟიმის შეჩერება მთელი მოსახლეობისთვის, რაზეც სრული პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება