ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

10 ათასი ლარი თავმჯდომარეს და 8 ათასზე მეტი რიგით დეპუტატს | "ოცნება" პარლამენტის წევრების ხელფასებს ზრდის

10 ათასი ლარი თავმჯდომარეს და 8 ათასზე მეტი რიგით დეპუტატს - "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება მიიღო და პარლამენტის წევრების ხელფასები გაზარდა. გადაწყვეტილება მომდევნო პარლამენტის წევრებს შეეხება. მმართველი პარტიის ეს გადაწყვეტილება ქვეყანად დამატებით თითქმის 6 მილიონი დაუჯდება - და ეს მაშინ როდესაც მმართველი პარტიის წევრების დიდი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოში ფაქტობრივად არაფერს აკეთებს და მხოლოდ საკუთარი ბიზნესის ლობირებით არის დაკავებული. მილიონერი დეპუტატების რიცხვი საქართველოს პარლამენტში ყოველწლიურად იზრდება.
ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.