ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“1 549 667 ლარი ჩვენი ჯიბიდან – აი, ასე „მოულოდნელად“ დაგვატყდა თავს პოლიციის დღე!” – ბესო დონაძე

25
შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის დღის ორგანიზებაში 1 549 667 ლარის დახარჯვას გამარტივებული შესყიდვით აპირებს.
მაშინ, როცა კანონის მიხედვით, ტენდერის გარეშე შესყიდვის წესი მაშინ მოქმედებს, როცა ამის მოულოდნელი საჭიროება ჩნდება და ფორსმაჟორია, როცა ვერ ესწრება ბაზრის მოკვლევა და სატენდერო სამუშაოების შესრულება. არადა, პოლიციის დღე ყოველ წელს 31 მაისს აღინიშნება და რატომ დასჭირდა მის აღსანიშნათ გამარტივებული შესყიდვა – უცნობია.
კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი და კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე:
1 549 667 ლარი ჩვენი ჯიბიდან – აი, ასე „მოულოდნელად“ დაგვატყდა თავს პოლიციის დღე!
ყველამ ვიცოდით, კალენდარმაც იცოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, მაგრამ მაინც „გაოცდნენ“: 31 მაისი ისე მოვიდა, რომ მილიონ-ნახევარი სასწრაფოდ, ყოველგვარი ტენდერის გარეშეა დასახარჯი.
როცა საქმე ჩვენს ფულს ეხება, დაგეგმვა „ძველმოდური“ საქციელია. გამოსავალი მარტივია: გამარტივებული შესყიდვა.
არავითარი კონკურენცია.
არავითარი დაზოგილი თეთრი.
არავითარი გამჭვირვალობა.
წლის დასაწყისიდან მაისამდე დრო, ეტყობა, მხოლოდ იმისთვის ეყოთ, რომ მოეფიქრებინათ, როგორ გაეფორმებინათ ეს თანხა პირდაპირ, ერთი ხელის მოწერით.
ასე იხარჯება თქვენი გადასახადები — როცა პროფესიული დღესასწაულიც კი „ფორსმაჟორი“ ხდება, ოღონდ ტენდერი არ ჩატარდეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.