არქივი11 იანვარი, 2026, 14:38
1 უნცია ოქროს ფასი ერთ დღეში 57 დოლარით გაიზარდა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ იზრდება. ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 509 დოლარი განისაზღვრა, რაც ერთ დღეში ფასის 57 დოლარით ზრდაზე მიუთითებს.
Gold Price-ის მონაცემებით, ერთი დღის ჭრილში ოქრო 1.28%-ით, ხოლო ბოლო ერთ თვეში 3.98%-ით გაძვირდა. ამასთანავე, წლიურად ძვირფასი ლითონის ფასი 65.5%-იან ზრდას აჩვენებს.
რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარის ფარგლებში მერყეობს.
www.bpn.ge
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.