1 ოქტომბერს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

1 ოქტომბერს თბილისში ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება.
ქალი აქტივისტები 1 ოქტომბერს, 8 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან.
ორგანიზატორები მარშით სოლიდარობას გამოუცხადებენ პოლიტპატიმარ ქალებს.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თოზუ გულმამედლის განცხადებით, ეს იქნება „გაბრაზებული ქალების მარში“, ვინაიდან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქალთა მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
გულმამედლის განცხადებით,აქციის მონაწილე ქალებს ქუჩაში დევნიან და სცემენ მაშინ როდესაც, მმართველი პარტია „ოჯახის სიწმინდეზე” აგებულ პოლიტიკაზე საუბრობს.
„საქართველოს მასშტაბით არიან ქალები, რომლებიც ყურადღების მიღმა დარჩნენ, ამ ყველაფრის ფონზე, სახელმწიფოს არანაირი პოლიტიკა, პრევენცია არ აქვს ქალებზე ოჯახში ძალადობის [წინააღმდეგ]“, – განუცხადა თოზუ გულმამედლმა „ფორმულას“.
ავტორი: ნინა სიგუა

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს