არქივი14 ივნისი, 2024, 17:23
1 თვე რუსული კანონის მიღებიდან - ლარი დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 16.77 თეთრით
ლარი მცირედით გამყარდა - დოლართან 0.05 თეთრით, ხოლო ევროსთან 3.09 თეთრით. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8688 ლარია, ერთი ევროსი - 3.0682 ლარი.
აღსანიშნავია, რომ რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, ანუ ბოლო ერთ თვეში - 14 მაისიდან დღემდე ეროვნული ვალუტა დოლართან 18.22 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან - 16.77 თეთრით.
ამავე პერიოდში, ეროვნულმა ბანკმა ლარის სტაბილურობისთვის რეზერვებიდან 168 700 000 აშშ დოლარი გაყიდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.