არქივი25 იანვარი 2024, 13:28
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6692 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0077 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9168 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9089 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0079 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.