არქივი19 სექტემბერი, 2025, 17:25
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.74 ლარი გახდა

19 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7405 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7356 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0049 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით 1.42 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2234 ლარი გახდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.