ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰუსიტებმა თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს

ჰუსიტებმა 19 ივლისის ღამეს თელ-ავივში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა აიღეს. ჰუსიტების პრესსპიკერი იაჰია სარეე სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ ეს თავდასხმა ღაზაში მიმდინარე ომის საპასუხო ქმედებაა.
თელ-ავივში რამდენიმე საელჩოს, მათ შორის აშშ-ს საკონსულოს, სიახლოვეს 19 ივლისს აფეთქება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქება აშშ-ს საკონსულოდან 100 მეტრში მოხდა.
როგორც ცნობილია, თელ-ავივზე იერიში ჰუსიტებმა დრონის საშუალებით მიიტანეს. აფეთქების შედეგად თელ-ავივში დაშავდა 10 ადამიანი და გარდაიცვალა ერთი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ხმელთაშუაზღვის მხრიდან შემოსული ჰუსიტების დრონი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემამ დააფიქსირა, თუმცა შეცდომა დაუშვა ანალიტიკურმა დეპარტამენტმა.
"ეს ტერორისტული თავდასხმა იყო და მათი მიზანი ისრაელში სამოქალაქო პირების მოკვლა იყო" - თქვა ისრაელის წარმომადგენელმა.
ჰუსიტები ირანიდან დაფინანსებული და მართული ისლამისტური ჯგუფია იემენში. ჰამას-ისრაელის ომის დაწყებიდან მალევე ჰუსიტებმა სხვა პროირანული ძალების მსგავსად დაიწყეს თავდასხმა ისრაელის სამიზნეებზე და სხვა ნეიტრალურ კომერციულ ხომალდებზე წითელ ზღვაში. ჯერჯერობით ისრაელს ჰუსიტების სამიზნეებზე იერიში არ მიუტანია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.