ჰუსიტები თავს დაესხნენ გემს, რომელზეც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებოდა – დეტალები

იემენელი ჰუსიტები წითელ ზღვაში ბერძნულ გემს დაესხნენ თავს, სადაც საქართველოს მოქალაქეც იმყოფებდა, – ინფორმაციას ბერძნული გამოცემა ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ყველა მათგანი ჯანმრთელი და უვნებელია, თავდასხმის დროს გემზე ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა, საქართველოს მოქალაქის გარდა, გემზე იყო უკრაინის 20 მოქალაქე და ფილიპინების სამი მოქალაქე.
გავრცელებული ინფორმაციით, გემი ისრაელისკენ მიემართებოდა რა დროსაც იგი ჰუსიტების რაკეტის სამიზნე გახდა. ხომალდი დაზიანდა, თუმცა მან მოძრაობის გაგრძელება მაინც შეძლო.
“ოპერაცია განხორციელდა მას შემდეგ, რაც გემის ეკიპაჟი გაფრთხილებას არ დაემორჩილა. იემენის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ წითელ და არაბეთის ზღვაში ისრაელისკენ მიმავალი გემების დაბლოკვას, სანამ არ შეწყდება ომი ღაზას სექტორში”, – თქვა ჰუსიტების სამხედრო წარმომადგენელმა.
შემთხვევა 16 იანვარს მოხდა. გამოცემა არ აკონკრეტებს, ახლა სად იმყოფება დაზიანებული გემი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსების მიერ დნესტრისპირეთის მცხოვრებლებისთვის მოქალაქეობის აღების გამარტივება ნიშნავს, რომ ახალ ჯარისკაცებს ეძებს და ასევე, ეს არის დნესტრისპირეთის, როგორც ვითომდა თავის ტერიტორიად მონიშვნა