ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰუსიტების“ წარმომადგენელი - აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია

აშშ-ის საჰაერო იერიშებს მსხვერპლი არ მოჰყოლია, - ამის შესახებ „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა, ნასრედინ ამერმა განაცხადა.
„დაშავებულები არ ყოფილა, ასევე, არც მატერიალური და არც ადამიანური დანაკარგები“, - განაცხადა „ჰუსიტების“ წარმომადგენელმა.
ამერმა აღნიშნა, რომ თავდასხმებს „ჰუსიტები“ ძლიერ და ეფექტურ პასუხს გასცემენ.
„ჰუსიტების“ სპიკერმა, მოჰამედ აბდულსალამმა განაცხადა, რომ აშშ-ის თავდასხმები წითელ ზღვაში ისრაელთან კავშირში მყოფ გემებზე თავდასხმებში დაჯგუფებას ხელს ვერ შეუშლის.
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.