პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა

იემენელი ჰუსიტების მიერ ნასროლი ბალისტიკური რაკეტა ამერიკულ სავაჭრო ხომალდს მოხვდა. ინფორმაციას აშშ-ს ცენტრალური სარდლობა ადასტურებს.
აშშ-ს ცენტრალური სარდლობის ცნობით, ინციდენტის შედეგად ხომალდს "მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, არც ბორტზე მყოფი პირები დაშავებულან და ხომალდი მარშრუტს განაგრძობს."
მანამდე, ბრიტანული საზღვაო უსაფრთხოების ფირმის, Ambrey-იმ გაავრცელა ინფორმაცია , რომ ჰუსიტებმა ჯამში სამი ბალისტიკური რაკეტა გაისროლეს, თუმცა, ორ მათგანს ზღვამდე არ მიუღწევია.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.