ჰუსიტების ბლოკადის გამო, სუეცის არხი არ მუშაობს – რა გზით მოძრაობს ტვირთები და როგორ გაიზრდება ფასები საწვავსა და პროდუქტებზე

ჰუსიტები მსოფლიო სავაჭრო კრიზისის შექმნის მიზეზი ხდებიან. მათ მიერ სავაჭრო ხომალდებზე გახშირებული თავდასხმების გამო, მსოფლიოს უდიდესმა გადამზიდავებმა წითელი ზღვის, სუეცის არხისა და ბაბ ელ მანდების სრუტით ტვირთების გადატანა შეწყვიტეს.
ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტებმა, რომლებიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, სავაჭრო ხომალდებზე ირანული რაკეტებით შეტევა ჯერ კიდევ ნოემბერში დაიწყეს. ტანკერების ნაწილი ახლა შემოვლითი გზებით მოძრაობს. არ არის გამორიცხული, ნატო-მ სომალელი მეკობრეების წინააღმდეგ დამუშავებული გეგმა გამოიყენოს, რეგიონში პატრულირება დაიწყოს, ან ჰუსიტებს დარტყმა პირდაპირ იემენის ტერიტორიაზე მიაყენოს.
მანამდე კი, სუეცის არხი, რომელიც წელიწადში 17 ათას გემს ატარებს, არ მუშაობს. აზიისა და ევროპის მთავარი სავაჭრო მარშრუტი, რომელზეც მსოფლიოს სავაჭრო გადაზიდვების 12% მოდის, პარალიზებულია. გადამზიდავი კომპანიების ნაწილმა გემები აფრიკისკენ შეაბრუნა, რაც 10 დღით და თითქმის 4 ათასი მილით უფრო გრძელია. წითელი ზღვის ბლოკადა საფრთხეს მთელ მსოფლიოს უქმნის.
თუ პრობლემა არ მოგვარდა, ფასების კიდევ უფრო დიდი ზრდაა მოსალოდნელი, მათ შორის – ნავთობზე, თხევად აირსა და სხვა არაერთი სახის პროდუქტზე.
ვაშინგტონმა იემენელი ჰუსიტებისგან მუქარის გზავნილი მას შემდეგ მიიღო, რაც აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა წითელ ზღვაში საერთაშორისო ოპერაცია დააანონსა. სამხედრო მოქმედებების მიზანია ირანისგან მართული დაჯგუფების, ჰუსიტების თავდასხმები მოიგერიონ.
ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდები წითელ ზღვაში უკვე განლაგებულია. იემენელი ჰუსიტები უწყვეტად აგრძელებენ წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე თავდასხმებს. ზოგიერთმა სავაჭრო კომპანიამ უკვე შეცვალა მარშრუტი, რაც ტვირთის გადაზიდვის ხანგრძლივობასა და ფასს ზრდის. მხოლოდ ერთ კვირაში, ტვირთების ფასი 4%-ით გაიზარდა.
ჰუსიტების დაჯგუფება ჩრდილოეთ იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს. ისრაელისა და “ჰამასს” შორის კონფლიქტის დაწყებიდან ისინი ისრაელისკენ მიმავალ ყველა გემს სამიზნეში იღებენ. მიმდინარე კრიზისში ჩინეთი, ჯერჯერობით, ჩრდილში დგას, თუმცა ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინი მალე ჰუსიტებსა და ირანზე ზეწოლას მოახდენს და, კრიზისის გაჭიანურების შემთხვევაში, ეს გლობალურ ვაჭრობას მნიშვნელოვნად დააზარალებს, ენერგოფასებს კი გაზრდის.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული