ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰუგეს მინგარელი - ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს

ჰუგეს მინგარელი - ჩვენ უნდა დავუწესოთ სანქციები პოლიტიკურ ლიდერებს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქართველ ხალხს

თუ ჩვენს ძირითად პრინციპებს საქართველოს მთავრობა არღვევს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავასანქციროთ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც ამაზე არიან პასუხისმგებლები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუწესოთ სანქციები ქართველ ხალხს, - ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის ყოფილმა ელჩმა, ჰუგეს მინგარელმა თბილისში მიმდინარე ორდღიანი კონფერენციის „გარდამტეხი წელი“ ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა.
მისი თქმით, დიდი შეცდომა იქნება ევროკავშირის მხრიდან ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება.
„ეს ნიშნავს, მაგალითად, რომ, ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იქნება ქართველი ხალხისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმება“, - აღნიშნა ჰუგეს მინგარელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.