არქივი27 ნოემბერი, 2025, 09:41
ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

ჰონგ-კონგის ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქის ტაი პოს რაიონში, საცხოვრებელი კორპუსების კომპლექსში გაჩენილი მასშტაბური ხანძარის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 36-მდე გაიზარდა. შემთხვევის შედეგად ათეულობით ადამიანი დაშავდა. ამასთანავე, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 279 პირი.
ბოლო ცნობებით, ჰონგ-კონგის პოლიციამ ხანძართან დაკავშირებით მკვლელობის ბრალდებით 3 პირი დააკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.