არქივი20 იანვარი, 2024, 08:08
ჰოლივუდის მსახიობსს ალეკ ბოლდუინს ბრალი ისევ წაუყენეს
ჰოლივუდის მსახიობს, ალეკ ბოლდუინს, ბრალი ისევ წაუყენეს. საქმე ეხება 2021 წელს, გადასაღებ მოედანზე იარაღიდან გასროლის ფაქტს, რომლის შედეგადაც ოპერატორი დაიღუპა. მსახიობი ამჯერად ორი მუხლითაა ბრალდებული: "ცეცხლსასროლი იარაღის გაუფრთხილებლობით გამოყენება" და "გულგრილი ქმედება".
კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ბრალდებები მეოთხე კატეგორიის მძიმე დანაშაულს განეკუთვნება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ბოლდუინს 18 თვით დაპატიმრება ემუქრება.
არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.