პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს ბრალი ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე წარედგინა - პროკურატურის ინფორმაციით, ის საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა

„ჰოლიდეი ინნ“-ში დაკავებულ პირს ბრალი ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე წარედგინა - პროკურატურის ინფორმაციით, ის საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეა

საქართველოს პროკურატურამ სასტუმრო “ჰოლიდეი ინნ”-ში ინვენტარის დაზიანების და მუქარის ფაქტზე საქართველოს და აშშ-ის ორმაგი მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ის ნომერში ჩაიკეტა და გამოსვლაზე უარს აცხადებდა, რა დროსაც სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა სასტუმროს პერსონალს და ინვენტარი დააზიანა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდებასაქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 187-ე მუხლების პირველი ნაწილებით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხვისი ნივთის დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.