არქივი12 მაისი, 2024, 13:59
"Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!"
"გუშინ არ დავწერე გურამის ნებართვის გარეშე. დღეს უკვე ვნახე, რომ სხვებმა დაწერეს და დავამატებ:
ეს კარგი ბიჭი ჩვენი დათუნა ხუციშვილის ვაჟია, გურამ ხუციშვილი. Გახსოვთ, 9 აპრილის შესახებ ფილმში კუბოკრულპერანგიანი ლამაზი ბიჭი კისერზე შემოსმული შვილით. აი ის პატარაა ეს გურამი
Ჰოდა, მოდი და სიმბოლოებს ნუ დაუჯერებ: მამა აფხაზეთის ომში დაიღუპა, აფეთქებულ ვერტმფრენში იჯდა. ვაჟმა მისი "დანატოვარი" სიმბოლური დროშა ვახტანგ გორგასალს დააჭერინა ხელში!
...
მითხარით, რომ ეს სასწაული არ არის!" -| წერს მარინე ბერიძე სოციალურ ქსელში კაცზე, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა დაამაგრა
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.