ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰიპერი: წერილი გაეგზავნა საქართველოს სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით

ჰიპერი: წერილი გაეგზავნა საქართველოს სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში EU-ს პრესსპიკერი ანიტა ჰიპერი ადასტურებს, რომ სანქციების შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო'სალივანისგან წერილი მიიღო.
"ვადასტურებთ რომ წერილი გაეგზავნა საქართველოს ხელისუფლებას, ეს ეხება საქართველოსთვის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს სანქციების გვერდის ავლის შეჩერებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვმუშაობთ ყველა ქვეყანასთან ამ კუთხით. ეს არის ჩვენი გლობალური მასშტაბის აქტივობების ნაწილი. ჩვენ ჯერ კიდევ ველით პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან და მოვუწოდებთ მეტი ნაბიჯებისკენ იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთმა გვერდი არ აუაროს ჩვენს სანქციებს. სანქციები მუშაობს და სწორედ რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს მათ გვერდი აუაროს", - განაცხადა ჰიპერმა.
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა დღეს განაცხადა, რომ მიიღო მადლობის წერილი ევროკავშირის მხრიდან, თუ რამდენად კარგად ასრულებს საქართველო თანამშრომლობით აღებულ ვალდებულებებს და რამდენად კეთილსინდისიერად ახორციელებს ყველა საქმიანობას, რომ საქართველო არ იყოს გამოყენებული სანქციების გვერდის ასავლელად.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.