ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰიპერი: "ოცნების“ განცხადებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდანაა შთაგონებული

ჰიპერი: "ოცნების“ განცხადებები აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდანაა შთაგონებული

„ქართული ოცნების“ განცხადებები კონტექსტისა და ქმედებების კუთხით აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოდან არის შთაგონებული. როდესაც ვუყურებთ, რა ხდება საქართველოში, ვხედავთ, რომ ფაქტები სიტყვებზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. როდესაც გჭირდება ოპოზიციის ლიდერთა ციხეში ჩასმა, როდესაც დევნი დამოუკიდებელ მედიას, როდესაც მიზანში იღებ სამოქალაქო საზოგადოებას, როდესაც გჭირდება კანონების შეცვლა, რომ შენი მმართველი პარტია უპირატესობით სარგებლობდეს — ამ დროს შენ დემოკრატის ენაზე არ საუბრობ.
ეს არის ქმედებები, რომლებსაც ჩვენი მხრიდან ყოველთვის ვგმობთ. მკაფიოდ ვეწინააღმდეგებით ნებისმიერი ფორმის ძალადობას, ვერბალური თავდასხმების ჩათვლით. რასაც ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან, არის რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.