არქივი25 ივლისი, 2024, 09:15
ჰილარი კლინტონი კამალა ჰარისზე: ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება
აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს მხარდაჭერა გამოუცხადა და თქვა, რომ მას დონალდ ტრამპის დამარცხება შეუძლია.
„ის არის ნიჭიერი, გამოცდილი და მზად არის იყოს პრეზიდენტი. მე ვიცი, რომ მას შეუძლია დონალდ ტრამპის დამარცხება“, - აცხადებს ჰილარი კლინტონი.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ კამალა ჰარისი „საზრიანი ყოფილი პროკურორი იყო და წარმატებული ვიცე პრეზიდენტია“.
„მას შეუძლია იმედის მომცემი, გამაერთიანებელი ხედვა წარუდგინოს ამერიკელ ხალხს“, - აცხადებს კლინტონი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.