ჰერჩინსკი: ხელისუფლებამ ელვის სისწრაფით იმოქმედა, გეგმა გადაგზავნილია კომისიაში

საქართველოში ევროკავშირის ელჩ ს თქმით, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა უკვე გადაგზავნილია ევროკომისიაში.
„ძალიან მიხარია, რომ ხელისუფლებამ ელვის სისწრაფით იმოქმედა. შემიძლია დავადასტურო, რომ განხილული და შეთანხმებული სამოქმედო გეგმა უკვე გადაგზავნილია ევროკომისიაში. კოლეგები ევროკომისიიდან ყურადღებით შეისწავლიან და გამოეხმაურებიან. ძალიან მიხარია, რომ აზრთა გაცვლა-გამოცვლა ხდება იმისთვის, რომ დრო არ დავკარგოთ, რეფორმები სწორი მიმართულებით წავიდეს, რათა დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეს შემდეგ ეტაპზე და რაც შეიძლება სწრაფად დაეწიოს სა და მოლდოვას“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩმა ხაზი გაუსვა ერთიანობის მნიშვნელობას ევროინტეგრაციის პროცესში და გაიმეორა საქართველოს გერბის წარწერა: „ძალა ერთობაშია“.
„ცხადია, ხელისუფლება უნდა იყოს ინკლუზიური, უნდა მიმართოს ოპოზიციას და მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას, მაგრამ ამავე დროს, ოპოზიციურმა პარტიებმა კონსტრუქციულად უნდა იმუშაონ და შეეცადონ წვლილი შეიტანონ ამ ერთობლივ ძალისხმევაში. როცა გაერთიანებულნი არიან, ქართველებს მართლაც დიდი საქმეების გაკეთება შეუძლიათ“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
გუშინ, 27 ნოემბერს, ევროინტეგრაციის კომისიის 70-ე სხდომაზე დაამტკიცეს ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა, რომელიც მთავრობას არ გაუსაჯაროებია. საქართველოს მთავრობის ცნობით, გეგმაში გაწერილია რეკომენდაციების ფარგლებში განსახორციელებელი კონკრეტული ნაბიჯები, განსაზღვრულია პასუხისმგებელი უწყებები და შესრულების ვადები.