ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია

ჰერჩინსკი: მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინკსის განცხადებით, მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა აღმაშფოთებელია.
„შოკირებული ვარ ქალბატონი მზიას შიმშილობით. მე-17 დღეა, პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული შუახნის ქალის წინასწარი პატიმრობაშია სისხლის სამართლის ბრალდებით. როცა ყველა ჩვენგანმა ტელევიზორში ვნახეთ სასტიკი ანგარიშსწორებები. ვგულისხმობ, რომ ნიღბიანი მამაკაცები ქალებს სცემდნენ და ბრალი არავისთვის წაუყენებიათ. ეს უპრეცედენტოა. ამიტომაც გაგრძელდება წევრ ქვეყნებთან სანქციებზე მსჯელობა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, სამწუხაროდ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ჯერ არ არის ერთსულოვნება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირებაზე, თუმცა ამის მისაღწევად მუშაობა გაგრძელდება.
„მზია ამაღლობელის საქმე აბსოლუტურად აღმაშფოთებელია. წინასწარი პატიმრობა სისხლის სამართლის ბრალდებით შუახნის ქალისთვის, რომელმაც თურმე პოლიციელს სცემა. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს მალე დასრულდება. და ადამიანები, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელნი ძალადობაზე, რომლებიც რეალურად არიან პასუხისმგებელი ადამიანების, მათ შორის მედიის წარმომადგენლებისა და პოლიტიკოსების დევნაზე, პასუხისგებაში მიეცემიან“, — დასძინა პაველ ჰერჩინსკიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.