ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე – მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ ბრალდებები – მოვუწოდებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს ეს ბრალდებები

მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სანდო ბრალდებები, – ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ ჯო უილსონმა განაცხადა.
„ასევე შემაშფოთებელი ვარ რუსეთის მხრიდან კარგად დადასტურებული მცდელობებით, ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მოვუწოდებ -ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს გაყალბების ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ“, – აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.
მისი განმარტებით, „MEGOBARI აქტი“ შეეცდება დაისაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში.
„ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას“, – აღნიშნულია ჯო უილსონის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა ვაჩეიშვილი: რა ოჯახის სიწმინდე – ახალგაზრდებს ოჯახს აცილებთ, სცემთ, აჯარიმებთ, ციხეში სვამთ, ბავშვებს წამალს არ აძლევთ, დედებს საქართველოდან უცხო ოჯახებში მიერეკებით სარჩოს საძებნად…

კახა ჯაფარიძე: ოჯახის შექმნას და ბავშვის ყოლას ახალისებს სტაბილური შემოსავალი, როცა იცი, რომ ხვალ სამსახურიდან უმიზეზოდ არ გაგაგდებენ. ასევე ხელმისაწვდომი საცხოვრებელი და არა 30-წლიანი იპოთეკა დოლარში