ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰელსინკის კომისია - საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

ჰელსინკის კომისია - საქართველოს სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა

საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის, მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის ახალ ანგარიშში „მზადება რუსეთის გრძელვადიანი საფრთხისთვის“ არის ნათქვამი.
„სამივე ქვეყნის - სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს უნიკალური შესაძლებლობებისა და გამოწვევების აღიარებით, აშშ-ს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს მომავლის ფორმირებაში, რომელიც შეესაბამება როგორც ჩვენს სტრატეგიულ ინტერესებს, ასევე სამხრეთ კავკასიის ხალხების მისწრაფებებს“, - აღნიშნულია ანგარიშში.
ჰელსინკის კომისია წერს, რომ „უკრაინის გადამწყვეტი გამარჯვება კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის უნარს, რეგიონში ძალების გადანაწილება შეძლოს, შეამცირებს მის უნარს რეგიონული პოლიტიკის მანიპულირება მოახდინოს და სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში თავისი პოზიციები შეინარჩუნოს“.
„საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული სუვერენიტეტის დარღვევით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში სამხედრო შენაერთების შენარჩუნებასა და მმართველი „ქართული ოცნების“ რეჟიმის კეთილგანწყობის მოპოვების უზრუნველყოფას შორის მოსკოვმა საქართველოში წვრილი ხაზის გავლება მოახერხა. ეს მრავალმხრივი სტრატეგია რუსეთის უფრო ფართო მიზანს ასახავს, სამხრეთ კავკასიაში თავისი გავლენა შეინარჩუნოს“, - ნათქვამია ანგარიშში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.