ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჰელსინკის კომისია რუსულ კანონზე: ეს კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია

ჰელსინკის კომისიამ საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირებაზე განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეს კანონი მიზანმიმართული თავდასხმაა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე და ის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია.
"ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმა და კანდიდატის სტატუსის თვით-საბოტაჟია. [კანონი] არის ქართველი ხალხის ბრძოლით მოპოვებული და ღრმა ევროპული არჩევანის უხეში უარყოფა. ასევე დამთხვევაა, რომ მისი რეინიცირება დაემთხვა რეგიონში მსგავსი კანონპროექტების წარდგენას. შემაშფოთებელია, თუმცა არა გასაკვირი, რომ ქართული ოცნება ამ გზით მოძრაობს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" - წერია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
კომისია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას არ მიიღოს ეს კანონი და დაუბრუნდეს მის წინა ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს.
განცხადების ავტორები აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე და სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი და სენატორი როჯერ ვიქერი არიან.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.